კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საშუალებებით
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ექსკურსია იწყება სკოლიდან და სრულდება სკოლასთან
ირჩევს დამკვეთი
ექსკურსია განკუთვნილია მოსწავლეებისთვის 14 წლის ასაკიდან. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ნახონ სხვადასხვა პროდუქტის წარმოების პროცესი. ნედლეულის გადამუშავება, წარმოება, შეფუთვა, ჩამოსხმა და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს სანახაობრივად საინტერესო პროცესია, ასევე გვაძლევს შანსს, რომ მოსწავლე დაინტერესდეს წარმოებით და სამომავლოდ საკუთარი საქმიანობაც ინდუსტრიას დაუკავშიროს. პერიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა საწარმოს დათვალიერებას, მაგალითად, კოკა-კოლას წარმოება, ღვინის ქარხნები, კონსერვების, წვენების, ნაყინის წარმოება და ა.შ. ამ ეტაპზე გთავაზობთ საწარმოო ექსკურსიას მარნეულის ქარხანაში, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან წარმოების სრულ ციკლს. მინდორში ნედლეულის დაკრეფით დაწყებული, მისი გარეცხვით, გადამუშავებით, ქილებში ჩამოსხმით და შეფუთვით დამთავრებული.