0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თვალყური ადევნოთ თქვენი გადახდის სტატუსს, თვალყური ადევნოთ დადასტურებას და ასევე შეგიძლიათ შეაფასოთ ექსკურსია მისი დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი მომსახურების წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
Please agree to all the terms and conditions before proceeding to the next step

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თვალყური ადევნოთ თქვენი გადახდის სტატუსს, თვალყური ადევნოთ დადასტურებას და ასევე შეგიძლიათ შეაფასოთ ექსკურსია მისი დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი მომსახურების წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
Please agree to all the terms and conditions before proceeding to the next step

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

ექსკურსიის წესები და პირობები

ექსკურსიის წესები და პირობები

შესწორებულია 07/03/2024 წ.

www.schoolexcursions.ge საიტზე არსებულ ექსკურსიებს ახორციელებს ტურისტული კომპანია ემტური
შპს ემტური
ს/კ 441556585

თითოეული ექსკურსანტი (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, სკოლის დირექტორი) ვალდებულია გაეცნოს ექსკურსიის წესებს და პირობებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდეს ექსკურსიაზე წამოსვლას, თუკი მისთვის ყველა წესი და პირობა მისაღებია. ექსკურსანტების თანხმობას წარმოადგენს დამკვეთი ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სახით.

ჩვენი მომსახურება გულისხმობს საჯარო და კერძო სკოლებისთვის შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების მოწყობას.

გთავაზობთ ტრანსპორტირებას, გიდის მომსახურებას, ანიმატორების გასართობ პროგრამას, მუზეუმების ბილეთებს, ღამისთევას, საექსკურსიო დაზღვევას. დამატებითი მომსახურებებიდან გთავაზობთ კვებას და ფოტო-ვიდეო გადაღებას.

დაჯავშნა – პროცედურები, ვადები

ექსკურსიის დაჯავშნა შეუძლია მშობელს ან კლასის ხელმძღვანელს.

ექსკურსიის დასაჯავშნად საჭიროა შემდეგი ინფორმაცია

  • მარშრუტის დასახელება
  • თარიღი
  • ჯგუფის რაოდენობა (მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი)
  • სკოლის დასახელება
  • მერამდენე კლასია
  • დამკვეთის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი.

თემატური და მოკლე ტურების დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიის განხორციელებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.

ქალაქგარეთ გასვლითი ერთდღიანი ექსკურსიის (ან ლაშქრობის) დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიის განხორციელებამდე არაუგვიანეს სამი კვირით ადრე.

ქალაქგარეთ გასვლითი ორ ან სამდღიანი ექსკურსიის (ან ლაშქრობის) დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიის განხორციელებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.

ექსკურსიის დაჯავშნა ნიშნავს, რომ თქვენ გადახდილი გაქვთ ექსკურსიის საფასურის ნახევარი და ჩვენგან დადასტურებული გაქვთ ექსკურსია. გადახდის გარეშე ექსკურსია არ იჯავშნება. შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჯავშნის მიღება, რომელიც არ ნიშნავს გარანტირებულ ჯავშანს.

ექსკურსიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

გადახდა – პროცედურები, ვადები

ექსკურსიის სრული ღირებულების ნახევრის გადახდა ხორციელდება ექსკურსიის დაჯავშნის დროს.

ღირებულების გადახდა ხორციელდება ექსკურსიამდე არაუგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე.

გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში საბანკო გადარიცხვის საშუალებით.

ჯავშნის გაუქმება, თანხის დაბრუნება

დამკვეთის მხრიდან თემატური ან მოკლე ტურების ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მის განხორციელებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე გულისხმობს გადახდილი თანხის ნახევარის დაბრუნებას. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაუქმების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.

დამკვეთის მხრიდან ქალაქგარეთ გასვლითი ერთდღიანი ექსკურსიის გაუქმება მის განხორციელებამდე არაუგვიანეს სამი კვირით ადრე გულისხმობს გადახდილი თანხის ნახევრის დაბრუნებას. სამ კვირაზე ნაკლებ დროში გაუქმების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.

დამკვეთის მხრიდან ქალაქგარეთ გასვლითი ორ ან სამდღიანი ექსკურსიის გაუქმება მის განხორციელებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე გულისხმობს გადახდილი თანხის ნახევრის დაბრუნებას. ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაუქმების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.

შემსრულებლის მხრიდან ექსკურსიის გაუქმების მიზეზი შეიძლება იყოს ფორსმაჟორული მდგომარეობა, მაგალითად ბუნებრივი კატასტროფები, საექსკურსიო მარშრუტზე საფრთხის შემცველი გარემოებები და სხვა მსგავსი. ასეთ შემთხვევაში ექსკურსიის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება დამკვეთს.

საექსკურსიო გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ექსკურსიის განხორციელებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.

ტრანსპორტირება

სატრანსპორტო საშუალებებს წარმოადგენს ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსები და ავტობუსები. ტრანსპორტის ტექდათვალერების, მძღოლის პირადობის, მართვის მოწმობის, ნასამართლეობის და ნარკოლოგიური შემოწმების საბუთებს გადმოგიგზავნით ექსკურსიის ჯავშნის დადასტურების დროს.

დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, ასეთ შემთხვევაში ზიანს ანაზღაურებს დამკვეთი.

არ შეიძლება მგზავრობის დროს ტრანსპორტში დგომა და სიარული.

დაუშვებელია ტრანსპორტში კვება, მათ შორის წასახემსებელი, ტკბილეული, პეჩენია, შოკოლადი და სხვა მსგავსი. საკვები შეგიძლიათ შეინახოთ მისთვის გამოყოფილ საბარგო განყოფილებაში.

გთხოვთ დაიცვათ სისუფთავე ტრანსპორტში, ნაგვისთვის გამოიყენეთ ნაგვის პარკები.

გთხოვთ ტრანსპორტიდან ჩასვლისას ნუ დატოვებთ საფულეს, ტელეფონს და სხვა ძვირფას ნივთებს. მათი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობას არ აიღებს.

ექსკურსიის განმავლობაში ტრანსპორტი ჩერდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ და საექსკურსიო გეგმით გაწერილ გაჩერებებზე. სხვა შემთხვევაში ტრანსპორტი არ გაჩერდება თუ არ არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა (მაგალითად თუ შეუძლოდ გახდა ვინმე).

განთავსება

ორი ან სამდღიანი ექსკურსიის დროს განთავსების საშუალებებს ვარჩევთ და ვთავაზობთ დამკვეთს.

განსათავსებელი ობიექტი შეიძლება იყოს საოჯახო ტიპის სასტუმრო, ჰოსტელი, სასტუმრო ან კოტეჯი.

დაუშვებელია განთავსების ობიექტის და მისი ინვენტარის დაზიანება. ასეთ შემთხვევაში ზიანს ანაზღაურებს დამკვეთი.

გთხოვთ განთავსების ობიექტში, ოთახებში ან დერეფნებში ნუ მოწევთ სიგარეტს. ამისთვის გამოიყენეთ გარე სივრცე.

დაუშვებელია ექსკურსიის დროს განთავსების ობიექტის დატოვება ექსკურსიამძღოლის ნებართვის გარეშე ან პირადი ნაცნობების მიღება-მონახულება.

ზოგადი წესები და პირობები

კატეგორიულად აკრძალულია ექსკურსიის განმავლობაში ექსკურსანტის მხრიდან ალკოჰოლური სასმელის მოხმარება, იქნება ეს მოსწავლე, მშობელი თუ მასწავლებელი. ასეთ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ ექსკურსია მაშინვე შევწყვიტოთ და ჯგუფი დავაბრუნოთ უკან.

დაუშვებელია ექსკურსიაზე ექსკურსანტს თან ჰქონდეს ისეთი ნივთები, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს ასევე გარემოს. მაგალითად, ბასრი საგნები, დანები, ცეცხლსაშიში, ფეთქებადსაშიში, ადვილად აალებადი და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმებით დაუშვებელი სხვა ნივთები.

გთხოვთ გაითავისეთ ის გარემოება, რომ ექსკურსიაზე ვალდებულნი ხართ დაემორჩილოთ ექსკურსიამძღოლის მითითებებს.