კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საშუალებებით
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ექსკურსია იწყება სკოლიდან და სრულდება სკოლასთან
ირჩევს დამკვეთი
მრავალფეროვანი, საინტერესო და დაუვიწყარი ექსკურსია თბილისთან ახლოს. ექსკურსიის განმავლობაში დაათვალიერებთ ფუძნარის მონასტერს, ნახავთ აღდგენილ და განახლებულ ეკლესიას, გაეცნობით მის ისტორიას და არქიტექტურას. შემდეგ გაემგზავრებით ნადოკრას სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით, სადაც ნახავთ წმინდანად შერაცხული მეფე არჩილის საფლავს, მცირე ეკლესიას, კოშკს და ძველ ქართულ მარანს. მანამდე კი გზად გაჩერდებით და მოინახულებთ საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალს. ჩვენი გიდი მოგიყვებათ მისი გმირობის, ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ და მის საპატივსაცემოთ გვირგვინით შეამკობთ მემორიალს. ექსკურსიის ბოლოს თავისუფალი დრო პიკნიკისთვის გექნებათ საბადურის ტყეში.