კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საშუალებებით
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ექსკურსია იწყება სკოლიდან და სრულდება სკოლასთან
ირჩევს დამკვეთი
ძამას ხეობა მდიდარია ქრისტიანული სამლოცველო ობიექტებით. ზოგი მათგანი ძველი, შუა საუკუნეების, გვიანი შუა საუკუნეების, ზოგი კი ჩვენს ეპოქაშია აგებული. გთავაზობთ ექსკურსიას, რომლის განმავლობაშიც ნახავთ როგორც ძველ, ასევე ახალ აგებულ ტაძრებს. ექსკურსიის განმავლობაში გიდის თანხლებით მოილოცავთ, ადგილზე გაიცნობთ და დაათვალიერებთ ორთუბნის დედათა მონასტერს და სარკინეთის მამათა მონასტერს. მესამე ობიექტი რაც შეიძლება შემოგთავაზოთ არის ან მზოვრეთის მონასტერი ან ყინწვისის ტაძარი.