კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საშუალებებით
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ექსკურსია იწყება სკოლიდან და სრულდება სკოლასთან
ირჩევს დამკვეთი
ძველი თბილისის თემა ამოუწურავია და მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი ჩვენს ქალაქში, რომელიც გვაოცებს თავისი უნიკალურობით, ისტორიით, სიძველეებით, საინტერესო ადგილებით, სილამაზით, არქიტექტურით და სხვა მსგავსი საკითხებით. თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ ვიცნობდეთ ჩვენს დედაქალაქს და მითუფრო მის უძველეს ნაწილს – ძველ თბილისს. ამიტომ გთავაზობთ რომ გაიაროთ პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში ჩვენთან ერთად. გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ საინტერესო ადგილებს. გაიგებთ იმ ძირითად საკითხებს, რაც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს ძველი თბილისის შესახებ. ექსკურსია არის საფეხმავლო და იწყება აბანოთუბნიდან. გაეცნობით თბილისური აბანოების ისტორიას, წესებს, არქიტექტურას… შემდეგ გიდთან ერთად გაემართებით ლეღვთახების მიმართულებით, საიდანაც ხვეული კიბითა და ძველთბილისური ვიწრო ქუჩებით მოხვდებით ნარიყალაზე. დაათვალიერებთ ნარიყალის კომპლექსს, თბილისის დედა ციხეს და ეკლესიას. შემდეგ კი თბილისური ქვაფენილით დაბრუნდებით აბანოთუბანში, სადაც დაგხვდებათ ტრანსპორტი და მიგიყვანთ სკოლასთან.
იმისთვის, რომ ექსკურსია არ იყოს მოსაწყენი და არ იყოს მხოლოდ შემეცნებაზე ორიენტირებული, გამოყენებული გვაქვს 9-12 წლის მოსწავლეებზე მორგებული სხვადასხვა გასართობი ინტელექტუალური აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის უნარს, დაკვირვების, აზროვნების, დროის მენეჯმენტის და ინდივიდუალური მუშაობის უნარებს.