კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საშუალებებით
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ექსკურსია იწყება სკოლიდან და სრულდება სკოლასთან
ირჩევს დამკვეთი
გთავაზობთ არქეოლოგიის თემით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო ექსკურსიას. რეკომენდირებულია მეშვიდე კლასიდან ზემოთ, რადგან ექსკურსიის და მოსანახულებელი ობიექტების გასააზრებლად მოსწავლეს სჭირდება გარკვეული ცოდნა და წარმოდგენები. პირველი ობიექტი, რომელსაც ნახავთ არის ძალისის ნაქალაქარი, თავისი ანტიკური სიძველით და უნიკალურობით მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. შემდეგ ნახავთ გრაკლიანის გორას, სადაც აღმოჩენილია ასევე უძველესი ნაქალაქარი და წარწერა. ბოლოს კი ნახავთ ყველასთვის კარგად ნაცნობ უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ქალაქს, რომელიც დააგვირგვინებს მთლიანი დღის განმავლობაში ნანახ არქეოლოგიურ ძეგლებს. როცა ამ ექსკურსიას ჩვენი გიდის თანხლებით გაივლით, უფრო მრავლისმომცემი, შემეცნებითი და საინტერესო ხდება.