კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საშუალებებით
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ექსკურსია იწყება სკოლიდან და სრულდება სკოლასთან
ირჩევს დამკვეთი
თუ გსურთ რომ თქვენი ექსკურსია იყოს სანახაობრივი, დაუვიწყარი, შემეცნებითიც და გასართობიც, მაშინ აუცილებლად გირჩევთ ძველი ქართუი იარაღის და ტრადიციების ექსკურსიას. მარშრუტში შედის სამი სხვადასხვა ტიპის მოსანახულებელი ობიექტი: საექკლესიო ნაგებობა, კერძოდ მანგლისის სიონი, რომელსაც, როგორც ძეგლს და საკულტო ნაგებობას ადგილზე გაგაცნოობთ ჩვენი გიდი. შემდეგი ობიექტი არის მემორიალი, კერძოდ დიდგორის ველზე მდებარე დიდგორის მემორიალი, რომელიც აღნიშნავს ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებას მტერზე. მესამე კი გახლავთ ნიჩბისის ციხე-სიმაგრე, როგორც ურყევი და მნიშვნელოვანი თავდაცვის ობიექტი შიდა ქართლში. ექსკურსიის განმავლობაში ეთნო-გიდი მოგიყვებათ და გაგაცნობთ ქართული იარაღის და ტრადიციების შესახებ. რა ტიპის იარაღები არსებობდა, როგორ გამოიყენებოდა, როგორი იყო ბრძოლის წესები, როგორ ხდებოდა თავდასხმა, თავდაცვა და ა.შ.