0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

კახური რთველი და ტრადიციები: საწნახელი, ჩურჩხელები და ცოცხალი ისტორია

0
ღირებულება
ლარიდან155₾
ღირებულება
ლარიდან155₾
დაჯავშნა
მოთხოვნა
სახელი, გვარი*
ელ. ფოსტა*
თქვენი წერილი*
* ვეთანხმები მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას
* შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, გთხოვთ, მონიშნოთ ყველა სავალდებულო ველი.

დაიწყე დაჯავშნა

სურვილების სიაში შენახვა

Adding item to wishlist requires an account

325

რატომ უნდა დაჯავშნოთ ჩვენთან?

  • საუკეთესო ფასის გარანტია
  • მომხმარებელთა სერვისები ხელმისაწვდომია 24/7
  • მრავალფეროვანი ტურები და აქტივობები
  • საექსკურსიო დაზღვევა და გამოცდილი გუნდი

გაქვთ კითხვები?

ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!

0322 120 333

schoolexcursionsprogram@gmail.com

9-10 სთ.
ხელმისაწვდომობა: 7 სექტემბერი-25 ოქტომბერი, 2026 წ.
მინ. ასაკი: 12+
ექსკურსიის დეტალები

შემოდგომა კახეთში წლის ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დროა, ეს ექსკურსია კი საუკეთესო შანსია, რომ მოსწავლეებმა საკუთარ თავზე გამოცადონ ნამდვილი ქართული ეთნოგრაფია და რთვლის უძველესი ტრადიცია. ეს ტური არ არის უბრალოდ ძეგლების დათვალიერება — ეს არის სრულად ინტერაქტიული, გუნდური და კულინარიული თავგადასავალი, რომელიც ბავშვებს საუკუნოვან ყოფა-ცხოვრებასთან აახლოებს.

საწნახელში ყურძნის დაწურვა, ცხელი თათარის სურნელი, საკუთარი ხელით ამოვლებული ჩურჩხელები და თონიდან ახლადამოღებული შოთის პური მოზარდებში უდიდეს პოზიტიურ ემოციას იწვევს. მას შემდეგ, რაც ბავშვები ენერგიულად დაიტვირთებიან და კულტურულ მასტერკლასებს გაივლიან, ტური გადაინაცვლებს შემეცნებით სივრცეში, სადაც გრემის, ნეკრესის ან ილიას მუზეუმის სახით, კლასი კიდევ ერთ დიდებულ ისტორიულ გაკვეთილს მიიღებს. ეს არის წლის ყველაზე გემრიელი, ფერადი და მხიარული საშემოდგომო ექსკურსია!

ტრადიციული რთველი და XVI საუკუნის მარანი არის ექსკურსიის ყველაზე ინტერაქტიული და ხმაურიანი ნაწილი, სადაც ბავშვები თეორიული ცოდნის ნაცვლად ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. მოსწავლეები შევლენ ვენახში, დაკრეფენ მწიფე ყურძენს და ტრადიციულ საწნახელში ფეხით დაწურავენ მას. ამის შემდეგ ისინი დაათვალიერებენ უნიკალურ XVI საუკუნის მარანსა და ღვინის დასაძველებელ სარდაფს. ჩვენი მასპინძლები ბავშვებს გასაგებ ენაზე აუხსნიან ქვევრის ფენომენს და გააცნობენ ღვინის წარმოების იმ უძველეს ქართულ პროცესს, რომელსაც იუნესკომ (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა მოსწავლეები დაათვალიერებენ ღვინის და ალკოჰოლური სასმელების დასაძველებელ სარდაფს და ჩამოსასხმელ ქარხანას, სადაც ასევე მდებარეობს ღვინის ლაბორატორია.

ნამდვილი კახური რთველი წარმოუდგენელია ტკბილი მასტერკლასების გარეშე! ბავშვები საკუთარი ხელით ამოავლებენ ნიგვზისა თუ თხილის ჩურჩხელებს, რომლებსაც სამახსოვროდ წამოიღებენ. სურვილის შემთხვევაში, მოზარდები ჩააკრავენ და თონეში გამოაცხობენ ცხელ, კახურ შოთის პურებს, რომლებსაც იქვე, ადგილობრივ ნობათთან ერთად დიდი სიამოვნებით მიირთმევენ.

ექსკურსიის დაწყების და დასრულების ადგილი

ირჩევს დამკვეთი

ექსკურსიის დაწყების დრო

ირჩევს დამკვეთი

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება მიკროავტობუსით/ავტობუსით
  • გიდის მომსახურება
  • საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის
  • რთველი და საწნახელში ყურძნის დაწურვა მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის
  • ჩურჩხელების ამოვლება მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის
  • ღვინის საწარმოსა და მარანში ექსკურსია მთლიანი ჯგუფისთვის
  • არჩეული მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის (გრემი ან ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი)
  • სადილი
  • აქტივობები

ფასში არ შედის

  • მუზეუმების ბილეთები მშობლებისთვის
  • რთველი, ყურძნის დაწურვა და ჩურჩხელების ამოვლება მშობლებისთვის
რას ველოდოთ ამ ექსკურსიისგან

ბავშვები მხოლოდ მაყურებლები კი არ არიან, არამედ თავად კრეფენ და წურავენ ყურძენს საწნახელში, რაც გუნდურობის საუკეთესო მაგალითია.

ჩურჩხელის ამოვლებისა და თონის პურის გამოცხობის მასტერკლასები, რაც მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და ყოფით კულტურას შეაყვარებს.

XVI საუკუნის ნაგებობების დათვალიერება და იმ უნიკალური ტექნოლოგიის გაცნობა, რომლითაც საქართველო მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

შესაძლებლობა, ტური მოერგოს კლასის ინტერესებს და პროგრამაში დაემატოს ილიას, გრემის ან ნეკრესის უმნიშვნელოვანესი ისტორიული სივრცეები.

ჩვენი გუნდი სრულად უზრუნველყოფს მასტერკლასების ლოჯისტიკას, უსაფრთხოებასა და დროის ზუსტ მენეჯმენტს, რაც მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, ბავშვებთან ერთად სრულად დატკბნენ შემოდგომის დღით.

  • ცოცხალი ჩართულობა რთველსა და საწნახელში ყურძნის დაწურვაში
  • ტრადიციული კულინარიული უნარების განვითარება
  • ქვევრისა, მარნის და ზოგადად ღვინის ისტორიის სრულყოფილად გაცნობა
  • მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული არჩევანი
  • ორგანიზაციული სრულყოფილება
აღწერა

გამგზავრება სკოლიდან

ტური იწყება დილით ადრე. მოსწავლეები კომფორტული საექსკურსიო ტრანსპორტითა და პროფესიონალ გიდთან ერთად მიემართებიან მზიანი კახეთისკენ — ნამდვილი საშემოდგომო თავგადასავლის დასაწყებად.

პირველი გაჩერება - ვენახი და რთველი

ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის უძველეს რიტუალში.

კულინარიული მასტერკლასები

ყურძნის დაწურვის შემდეგ, მოსწავლეები საკუთარი ხელით ამოავლებენ ტრადიციულ კახურ ნუგბარს ჩურჩხელას და სურვილის შემთხვევაში თონეში გამოაცხობენ კახურ შოთებს.

მეორე გაჩერება - ისტორიული მარანი, ღვინის ქარხანა

ვსტუმრობთ XVI საუკუნის ავთენტურ მარანს, სადაც მოსწავლეები სრულად გაეცნობიან ღვინის წარმოების პროცესს მისი დაწურვიდან ბოთლებში ჩამოსხმამდე. ნახავენ ჩამოსხმის პროცესს. 

მესამე გაჩერება - კულტურულ-ისტორიული ობიექტი (არჩევანით)

დღის მეორე ნახევარში ჯგუფი ეწვევა რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს: ილია ჭავჭავაძის მუზეუმს, გრემის მუზეუმ-ნაკრძალს ან ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს.

დაბრუნება

დაუვიწყარი ემოციებით, ახალი ცოდნითა და ტკბილი ნაყარით დატვირთული კლასი საღამოს უსაფრთხოდ ბრუნდება სკოლასთან.

რუკა
ფოტოები
9 ვიზიტორი ათვალიერებს ახლა ამ ექსკურსიას!