გააფართოვეთ თვალსაწიერი და გაატარეთ დაუვიწყარი დღე საქართველოს ულამაზეს რეგიონებში! ჩვენი ერთდღიანი სასკოლო ექსკურსიები საგანგებოდ არის დაგეგმილი იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად კომფორტულად, გადაღლის გარეშე მოინახულონ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლები და გამორჩეული ბუნებრივი ლანდშაფტები. კახეთის მდიდარი ისტორიიდან დაწყებული, შიდა ქართლისა თუ მცხეთა-მთიანეთის საგანძურით დამთავრებული, თითოეული ტური მოიცავს შემეცნებით ექსკურსებს, სახალისო აქტივობებსა და კომფორტულ მგზავრობას. აჩუქეთ კლასს ახალი აღმოჩენებით სავსე ერთი სრული დღე!
🟢 სრულად გათვლილი მარშრუტები (საუკეთესო ლოკაციები ერთდღიან ფორმატში)
🟢 კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა (გამართული ტრანსპორტი რეგიონულ გზებზე)
🟢 მრავალფეროვანი პროგრამა (ისტორია, ბუნება და გართობა ერთ სივრცეში)