ka 0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com
ka

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

ჩვენს შესახებ

12 წლიანი გამოცდილებით თქვენი საინტერესო ექსკურსიებისთვის

სასკოლო ექსკურსიების პროგრამა

ჩვენი კომპანია დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ თბილისის სკოლებს ვუწევთ სრულ საექსკურსიო მომსახურებას. ჩვენი ექსკურსიები გამოირჩევა მრავალფეროვანი და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მარშრუტებით. გთავაზობთ როგორც თბილისის ფარგლებში, ასევე რეგიონებში შემეცნებით, გასართობ და საინტერესო ექსკურსიებს. 

მარშრუტების მრავალფეროვნება და ექსკლუზიურობა90%
უსაფრთხოება და ორგანიზებულობა100%
სანდოობა, პროფესიონალიზმი და კომფორტი100%
საუკეთესო ფასი-ხარისხის შეფარდება 90%
განმეორებადი ჯავშნები80%

ჩვენი მომსახურებები

საექსკურსიო პაკეტები აერთიანების რამდენიმე მომსახურებას. ტრანსპორტირება და გიდის მომსახურება ყველა პაკეტში შედის. მოსწავლეების საექსკურსიო დაზღვევა სავალდებულოა ქალაქგარეთ გასვლით ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. მარშრუტის მიხედვით ასევე პაკეტში შედის მუზეუმების და აქტივობების საფასურები, ღამისთევა. დამატებითი მომსახურებები, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ: კვება, ფოტო-ვიდეო გადაღება.

  • უსაფრთხო ტრანსპორტი
  • გამოცდილი და მცოდნე გიდები
  • ბილეთები (მარშრუტის მიხედვით)
  • საექსკურსიო დაზღვევა
  • ღამისთევა (მარშრუტის მიხედვით)
  • აქტივობები (მარშრუტის მიხედვით)
  • ლანჩი, სადილი, ვახშამი (სურვილის შემთხვევაში)
  • ფოტო-ვიდეო გადაღება (სურვილის შემთხვევაში)
უსაფრთხო ექსკურსია
Zero Stress
პროგრამები და აქტივობები
გამოცდილება
მრავალფეროვნება
ლოიალობა

უსაფრთხოება პირველ ადგილზეა: ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ გამოცდილ მძღოლებთან და ვუზრუნველყოფთ ტექნიკურად სრულყოფილად გამართულ, კომფორტულ ტრანსპორტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სასკოლო გადაყვანების სტანდარტებს.

სიმშვიდე მასწავლებლებისთვის (Zero Stress): მთელ ორგანიზაციულ ქაოსს — მარშრუტის დაგეგმვას, დროის კონტროლს, ლოჯისტიკასა და ლოკაციებზე შეთანხმებას — ჩვენ ვიღებთ თავზე. მასწავლებელი ექსკურსიაზე ისვენებს და ბავშვებთან ერთად ატარებს დროს. არანაირი დაგვიანება, გაწელილი გზა ან გაუგებრობა ლოკაციებზე.

შემეცნებითი და ინტერაქტიული პროგრამები: ჩვენი ტურები არ არის მოსაწყენი. ბავშვები ინფორმაციას იღებენ საინტერესო, ასაკზე მორგებული თამაშებითა და თხრობის მანერით, რაც მათ ყურადღებას ბოლო წუთამდე ინარჩუნებს. გვაქვს შექმნილი სპეციალურად მოსწავლეებზე ადაპტირებული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.

მრავალწლიანი გამოცდილება: სასკოლო ჯგუფებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ზუსტად გავთვალოთ ბავშვების ინტერესები, ენერგია და წინასწარ ავირიდოთ თავიდან ნებისმიერი გაუთვალისწინებელი დეტალი.

ჩვენი მიზანია, ბავშვებს მისი ყოველი კუთხე სრულიად ახალი რაკურსით დავანახოთ. ჩვენი მარშრუტები არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული ლოკაციებით — ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამებს, სადაც ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მონახულება იდეალურადაა შეხამებული ბუნებაში აქტივობებთან, სათავგადასავლო თამაშებსა და მასტერკლასებთან. დაწყებული კახეთის მდიდარი ისტორიითა თუ ყვარლის არქეოლოგიური პოტენციალით, დამთავრებული მცხეთა-მთიანეთის ულამაზესი ხედებით, ჩვენ თითოეულ კლასს მათ ინტერესებსა და ასაკზე მორგებულ უნიკალურ თავგადასავალს ვთავაზობთ.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი მეგობრობა, ამიტომ იმ სკოლებისთვის, კლასებისა და ორგანიზატორებისთვის, რომლებიც რეგულარულად ირჩევენ ჩვენს გუნდს, მოქმედებს სპეციალური ლოიალობის პროგრამა. ყოველ მომდევნო ექსკურსიაზე თქვენ მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს, დამატებით უფასო სერვისებს (მაგალითად, პროფესიონალურ ფოტოსესიას ან კვების გაუმჯობესებულ პაკეტს) და პრიორიტეტულობას სეზონური ტურების დაჯავშნისას. ჩვენთან ერთად მოგზაურობა არა მხოლოდ საიმედო და საინტერესო, არამედ ეკონომიკურადაც მომგებიანია.

რატომ უნდა ანდოთ სასკოლო ექსკურსია ჩვენს გუნდს?

ჩვენ ვიცით, რამდენად დამღლელია საბუთების მოწესრიგება, მარშრუტების შეთანხმება და საორგანიზაციო დეტალებზე ზრუნვა. ჩვენი გუნდი სრულად იღებს თავის თავზე მთელ ბიუროკრატიასა და დაგეგმვის პროცესს. თქვენ მხოლოდ ლოკაციას ირჩევთ, დანარჩენს ჩვენ ვაგვარებთ.

სასკოლო ექსკურსია უბრალოდ კლასის გასეირნება არ არის — ეს არის დღე, რომელიც ბავშვებს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა პასუხისმგებლობაა მოსწავლეების ტურის ორგანიზება, ამიტომ მასწავლებლებსა და მშობლებს სრულ სიმშვიდესა და უმაღლესი სტანდარტის სერვისს ვთავაზობთ.

ყველა კლასი და ასაკობრივი ჯგუფი განსხვავებულია. ჩვენ ვქმნით სპეციალურად თქვენს მოსწავლეებზე მორგებულ პროგრამებს, სადაც შემეცნება და გართობა იდეალურადაა დაბალანსებული, რათა ექსკურსია თითოეული ბავშვისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.

 

მარტივი, კომფორტული და სანდო

ჩვენთან პარტნიორობა კომფორტულია. არანაირი რთული პროცედურები – ჩვენი გუნდი მუდამ ხაზზეა, რათა თქვენი იდეები სწრაფად და მარტივად რეალობად აქციოს. თქვენ მხოლოდ თარიღი და მიმართულება დაასახელეთ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

ხელმისაწვდომი ფასები

ჩვენ გვჯერა, რომ დაუვიწყარი თავგადასავლები ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გთავაზობთ საუკეთესო საფასო პაკეტებს ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე, სადაც გათვალისწინებულია სრული სერვისი: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ბილეთები, კვება და აქტივობები.

მუდმივი მხარდაჭერა

ჩვენი გუნდი მუდამ კავშირზეა როგორც ტურის დაგეგმვის პროცესში, ისე უშუალოდ ექსკურსიის მიმდინარეობისას. მზად ვართ ოპერატიულად ვუპასუხოთ მშობლებისა და მასწავლებლების ნებისმიერ კითხვას და მოვაწყოთ თქვენზე მორგებული ტური.