ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ძველი თბილისის ტური, რომელიც განკუთვნილია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მოიცავს როგორც შემეცნებას, ასევე საინტერესო ინტელექტუალურ აქტივობასაც. ამის გამო მოსწავლე მასქიმალურად ჩართულია საექსკურსიო პროცესში და გასართობ აქტივობასთან ერთად დიდ ცოდნას და გამოცდილებას იღებს. ექსკურსია იწყება სიონის საკათედრო ტაძრიდან, სადაც გიდის თანხლებით გაეცნობით თბილისის ერთ-ერთი უძველესი ტაძრის ისტორიას, არქიტექტურას, მხატვრობას. შემდეგ ეტაპზე თბილისის ისტორიის მუზეუმი გიმასპინძლებთ, სადაც უფრო დეტალურად გაეცნობით თბილისის ისტორიას. ნახავთ საინტერესო ნივთებსა და მოდელებს. მუზეუმის დათვალიერება-გაცნობის შემდეგ მოსწავლის ინტერესი ძველი თბილისის მიმართ ერთიორად იმატებს. იქვე დაათვალიერებთ ძველი ქართული იარაღის მუზეუმს, სადაც იარაღის ტიპებთან და სახეობებთან ერთად გაეცნობით იმ მეთოდებსა და წესებს, რომლებსაც იყენებდნენ ჩვენი მეომრები თბილისის და სამშობლოს დასაცავად. მუზეუმების დათვალიერების შემდეგ ექსკურსია გიდის თანხლებით გრძელდება აბანოთუბნისკენ სადაც აღმოჩნდებით ძველთბილისური სავააჭრო ქუჩებისა და მეიდნის გავლით. აბანოთუბანში გაეცნობით მის არქიტექტურას, ისტორიას. რატომ და რა დანიშულებით გვაქვს თბილისში გოგირდის აბანოები, რა საინტერესო ისტორიები უკავშირდება მათ და ა.შ. აბანოთუბნიდან გაემართებით ლეღვთახევში, საიდანაც ძველი გვირაბის გავლით აღმოჩნდებით მეტეხის სიახლოვეს. დაათვალიერებთ მეტეხის ეკლესიას, წამებული შუშანიკ დედოფლის სამარხს, გადმოხედავთ ძველ თბილისს და დატკბებით მისი ხედებით. ექსკურსია სრულდება მეტეხის ეკლესიის გაცნობა-დათვალიერებით, სადაც დაგხვდებათ მძღოლი და წაგიყვანთ სკოლასთან.
ირჩევს დამკვეთი
ირჩევს დამკვეთი
ტურის დაწყება სიონის საკათედრო ტაძრიდან, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის ერთ-ერთი უძველესი ტაძრის მხატვრობას, არქიტექტურასა და მის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას.
თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლას) სტუმრობა, სადაც ძველი ქალაქის მოდელები და უნიკალური ნივთები ბავშვებში საგნის მიმართ ინტერესს ერთიორად გაზრდის.
ძველი ქართული იარაღის მუზეუმის დათვალიერება. მოსწავლეები ახლოს ნახავენ იარაღის სახეობებს და შეისწავლიან იმ სტრატეგიებსა და წესებს, რომლებითაც ჩვენი წინაპრები თბილისს იცავდნენ.
გასეირნება ძველთბილისურ სავაჭრო ქუჩებზე, მეიდანსა და აბანოთუბანში, სადაც ბავშვები გაიგებენ გოგირდის აბანოების დანიშნულებას, მათთან დაკავშირებულ ლეგენდებსა და საინტერესო ამბებს.
თავგადასავალი გრძელდება ლეღვთახევის ძველი გვირაბის გავლით მეტეხის პლატომდე, სადაც მოსწავლეები მოინახულებენ მეტეხის ტაძარს, წამებული შუშანიკ დედოფლის საფლავს და დატკბებიან თბილისის საუკეთესო ხედებით.
ექსკურსიის დასრულების წერტილში (მეტეხის ეკლესიასთან) ბავშვებს პირდაპირ დახვდებათ ტრანსპორტი, რომელიც მათ უსაფრთხოდ დააბრუნებს სკოლაში.
