ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
თბილისი ოდითგანვე იყო ტოლერანტული ქალაქი. ეს იყო ადგილი, სადაც კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა თუ ერის ხალხები. მიუხედავად იმისა, რომ მათი რელიგია, კულტურა თუ ადათ-წესები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაინც მშვიდობიანად და უკონფლიქტოდ ახერხებდნენ ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრებას.
სწორედ ამიტომ და ამ საკითხის კარგად გასააზრებლად გთავაზობთ ტოლერანტულ ტურს ძველ ტბილისში. ექსკურსიის განმავლობაში ნახავთ ექვსი სხვადასხვა რელიგიის სალოცავ ადგილებს. ესენია: მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული, მაზდეანური, მუსლიმანური და იუდეველების სამლოცველო-საკულტო ნაგებობებს. ადგილზე დაათვალიერებთ შენობას, მოწყობას, არქიტექტურას, ინტერიერსა თუ ექსტერიერს, გაეცნობით თითოეულისთვის დამახასიათებელ წესებს და ტრადიციებს.
ირჩევს დამკვეთი
ირჩევს დამკვეთი
მოსწავლეები ერთ სივრცეში, ძველი თბილისის მცირე რადიუსში, მოინახულებენ 6 სხვადასხვა რელიგიის სამლოცველო და საკულტო ნაგებობას (მართლმადიდებლურს, კათოლიკურს, გრიგორიანულს, მაზდეანურს, მუსლიმანურსა და იუდეველთა სალოცავებს).
თითოეული საკულტო ნაგებობის უნიკალური სტილის, მოწყობის, ექსტერიერისა და შიდა სივრცის ადგილზე შესწავლა და შედარება.
ბავშვები ინტერაქტიულ რეჟიმში გაიგებენ, თუ რა წესები, სიმბოლიკა, სადღესასწაულო ტრადიციები და ცხოვრების წესი ახასიათებს თითოეულ ამ რელიგიურ მიმდინარეობას.
გიდი მოსწავლეებს მოუყვება რეალურ ამბებსა და კეთილმეზობლობის მაგალითებს ძველი თბილისის ყოველდღიური ცხოვრებიდან, რაც “თბილისური ტოლერანტობის” ცნებას თვალსაჩინოს გახდის.
ტური ეხმარება მოზარდებს სხვისი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემაში, ანვითარებს კრიტიკულ აზროვნებას და პასუხობს თანამედროვე განათლების მთავარ ღირებულებებს.
