0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

ორდღიანი თავგადასავალი იმერეთში – ქუთაისის საგანძური და ოკაცეს კანიონი

0
ღირებულება
ლარიდან207₾
ღირებულება
ლარიდან207₾
დაჯავშნა
მოთხოვნა
სახელი, გვარი*
ელ. ფოსტა*
თქვენი წერილი*
* ვეთანხმები მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას
* შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, გთხოვთ, მონიშნოთ ყველა სავალდებულო ველი.

დაიწყე დაჯავშნა

სურვილების სიაში შენახვა

Adding item to wishlist requires an account

24

რატომ უნდა დაჯავშნოთ ჩვენთან?

  • საუკეთესო ფასის გარანტია
  • მომხმარებელთა სერვისები ხელმისაწვდომია 24/7
  • მრავალფეროვანი ტურები და აქტივობები
  • საექსკურსიო დაზღვევა და გამოცდილი გუნდი

გაქვთ კითხვები?

ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!

0322 120 333

schoolexcursionsprogram@gmail.com

2 დღე
ხელმისაწვდომობა: 7 სექტემბერი-22 ნოემბერი, 2026 წ.
მინ. ასაკი: 15+
ექსკურსიის დეტალები

ეს ორდღიანი საგანმანათლებლო და სათავგადასავლო ტური სპეციალურად შექმნილია უფროსკლასელებისთვის, რომელთაც სურთ ისტორიული ცოდნის გაღრმავება და ნამდვილი ველური ბუნების აღმოჩენა. პირველი დღე სრულად დაეთმობა ქუთაისის კულტურულ და სულიერ საგანძურს — ოქროს ხანის დიდებულ ძეგლებს, სადაც მოსწავლეები რეალურად შეეხებიან ჩვენი ქვეყნის წარსულს.

მეორე დღე კი სრულად დაეთმობა ექსტრემალურ და ამაღელვებელ თავგადასავალს ოკაცეს კანიონზე, სადაც ბავშვები უფსკრულზე დაკიდებულ ხიდებზე გაივლიან. ღამისთევა ქუთაისში მოსწავლეებს მისცემს საუკეთესო შესაძლებლობას, საღამოს ერთად გაერთონ, იასპარეზონ ინტელექტუალურ თამაშებში და უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

რას ვნახავთ ექსკურსიაზე?

ბაგრატის ტაძარი

მე-11 საუკუნის დასაწყისში, მეფე ბაგრატ III-ის მიერ აგებული ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. ქუთაისის ცენტრში, უქიმერიონის გორაზე აღმართული ეს მონუმენტური ნაგებობა თავისი არქიტექტურით მსოფლიო დონის შედევრია. აქედან მთელ ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება, რაც იდეალურია სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს დაარსებული გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანესი კერა იყო. აქ მოქმედებდა ცნობილი გელათის აკადემია. კომპლექსი განთქმულია თავისი საოცარი ფრესკებითა და უნიკალური მოზაიკით. სწორედ აქ, გელათის შესასვლელშია დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე — დავით აღმაშენებელი.

მოწამეთას მონასტერი

წყალწითელას ხეობის ციცაბო კლდეზე გადმოკიდებული მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და თვალწარმტაცი ადგილია საქართველოში. იგი მე-8 საუკუნის გმირი ძმების — დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება, რომლებმაც სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის სიცოცხლე გასწირეს. მონასტერი გამორჩეულია თავისი მისტიკური და მშვიდი გარემოთი.

ოკაცეს კანიონი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ადრენალინით სავსე ბუნებრივი მონუმენტი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს. კანიონის მთავარი მშვენებაა კლდის ციცაბო ფერდობზე დამონტაჟებული, ჰაერში დაკიდებული 780-მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც მიწის ზედაპირიდან 140 მეტრის სიმაღლეზე გადის. ბილიკი სრულდება უფსკრულზე გადაკიდებული პანორამული გადასახედი პლატფორმით, საიდანაც მთელი ხეობის თვალწარმტაცი ხედი იშლება.

ექსკურსიის დაწყების და დასრულების ადგილი

ირჩევს დამკვეთი

ექსკურსიის დაწყების დრო

ირჩევს დამკვეთი

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება მიკროავტობუსით/ავტობუსით
  • გიდის მომსახურება
  • საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის
  • აქტივობები
  • ღამისთევა
  • ოკაცეს კანიონის ბილეთები მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის

ფასში არ შედის

  • კვება
  • ოკაცეს კანიონის ბილეთები მშობლებისთვის
რას ველოდოთ ამ ექსკურსიისგან

ისტორიის გაკვეთილების გაცოცხლება გელათის, ბაგრატისა და მოწამეთას მონასტრების მონახულებით. მოსწავლეები ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებენ ოქროს ხანისა და დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ.

ოკაცეს კანიონის დაკიდებულ ხიდებზე გავლა მოსწავლეებისთვის ნამდვილი გამოწვევა და დაუვიწყარი, ამაღელვებელი ემოცია იქნება.

კანიონამდე მისასვლელი მარშრუტი გადის დადიანების ისტორიულ პარკსა და ულამაზეს ტყეში, რაც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ აქტივობასა და სუფთა ჰაერზე დროის გატარებას.

ორდღიანი მოგზაურობა, ერთად მგზავრობა, ღამისთევა ქუთაისში და საღამოს ერთობლივი აქტივობები კლასს ბევრად უფრო შეკრულ და მეგობრულ გუნდად აქცევს.

ოკაცეს კანიონის დაკიდებულ ხიდებზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ნებისმიერი უფროსკლასელის ალბომის მშვენება გახდება.

  • სასწავლო-საგანმანათლებლო ღირებულება
  • მძაფრი შეგრძნებები და ადრენალინი
  • ჯანსაღი აქტივობა და ეკო-ტური
  • კლასის შეკავშირება (Team Building)
  • საუკეთესო კადრები სოც. ქსელებისთვის
აღწერა

დღე 1 - ქუთაისის ისტორიული და სულიერი საგანძური

პირველ დღეს სრულად დავუთმობთ საქართველოს ოქროს ხანის ისტორიას და ქუთაისის გამორჩეულ კულტურულ ძეგლებს:

  • გელათის სამონასტრო კომპლექსი – დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული განათლებისა და კულტურის უძველესი კერა. მოსწავლეები მოისმენენ საინტერესო ისტორიებს გელათის აკადემიასა და უნიკალურ ფრესკებზე.

  • მოწამეთას მონასტერი – კლდეზე დაკიდებული ულამაზესი ტაძარი, რომელიც წმინდა ძმების — დავით და კონსტანტინეს სახელს უკავშირდება. აქედან იშლება წყალწითელას ხეობის თვალწარმტაცი ხედები.

  • ბაგრატის ტაძარი – ქუთაისის დიდებული სიმბოლო, რომელიც მე-11 საუკუნიდან გადმოჰყურებს ქალაქს. შესანიშნავი ადგილია ისტორიული გაკვეთილისა და სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად.

  • დაბინავება & თავისუფალი დრო – საღამოს დაბინავება ქუთაისში (სასტუმროში/ჰოსტელში), ვახშამი და ქალაქის მყუდრო ქუჩებში გასეირნება კლასის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად.

დღე 2 - ოკაცეს კანიონი და ველური ბუნება

მეორე დღე მთლიანად დაეთმობა ბუნების საოცრებების აღმოჩენას და მძაფრი შეგრძნებებით ტკბობას:

  • დადიანების ისტორიული პარკი – დილით გავემგზავრებით ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში. კანიონამდე მიმავალ გზაზე გავივლით დადიანების ულამაზეს ტყე-პარკს, სადაც ბავშვები ისუფთავებენ ფილტვებს და განიტვირთებიან.

  • ოკაცეს კანიონი – მთავარი სათავგადასავლო ნაწილი! ბავშვები გაივლიან ჰაერში, უფსკრულზე დაკიდებულ 780-მეტრიან საფეხმავლო ხიდს და გადაიღებენ დაუვიწყარ ფოტოებს პანორამული პლატფორმიდან.

  • გამომგზავრება თბილისში – საღამოს ემოციებით დატვირთულები და ბედნიერები დავბრუნდებით სახლში.

რუკა
ფოტოები
6 ვიზიტორი ათვალიერებს ახლა ამ ექსკურსიას!