0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

ყვარელი

0
ღირებულება
ლარიდან70₾
ღირებულება
ლარიდან70₾
დაჯავშნა
მოთხოვნა
სახელი, გვარი*
ელ. ფოსტა*
თქვენი წერილი*
* ვეთანხმები მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას
* შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, გთხოვთ, მონიშნოთ ყველა სავალდებულო ველი.

დაიწყე დაჯავშნა

სურვილების სიაში შენახვა

Adding item to wishlist requires an account

40

რატომ უნდა დაჯავშნოთ ჩვენთან?

  • საუკეთესო ფასის გარანტია
  • მომხმარებელთა სერვისები ხელმისაწვდომია 24/7
  • მრავალფეროვანი ტურები და აქტივობები
  • საექსკურსიო დაზღვევა და გამოცდილი გუნდი

გაქვთ კითხვები?

ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!

0322 120 333

schoolexcursionsprogram@gmail.com

8-9 სთ.
ხელმისაწვდომობა: 7 სექტემბერი-15 ნოემბერი, 2026 წ.
მინ. ასაკი: 14+
ექსკურსიის დეტალები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი არის ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე საქართველო. მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლსა და თანამედროვე საგამოფენო დარბაზს. მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან ილიას ცხოვრებას, მის საზოგადოებრივ, პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. ბავშვები საკუთარი თვალით ნახავენ ილიას პირად ნივთებს, ხელნაწერებს, ჭავჭავაძეების ოჯახის ავთენტურ გარემოს და გაიგებენ, თუ როგორ იგეგმებოდა აქედან ქართული ეროვნული მოძრაობა.

ფულის მუზეუმი ყვარელში საქართველოში ერთადერთი უნიკალური სივრცე, რომელიც ბავშვებს ნამდვილ ეკონომიკურ მოგზაურობას სთავაზობს. მუზეუმში დაცულია ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან დღემდე არსებული ფულის ნიშნები. მოსწავლეები ნახავენ კოლხურ თეთრს, ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილ მონეტებს, ქართველი მეფეების (დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის) ეპოქის უნიკალურ ფულს, ასევე უცხოურ ვალუტებსა და თანამედროვე ბანკნოტებს. ეს არის საუკეთესო, პრაქტიკული გაკვეთილი ფინანსურ განათლებასა და ვაჭრობის ისტორიაში.

გრემის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი და მთავარანგელოზის ეკლესია დიდებული კომპლექსი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოს ძლიერების სიმბოლოა. მოზარდები მოილოცავენ XVI საუკუნის ყოვლადწმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, აირბენენ მეფე ლევანის ციხე-სასახლის სართულებს და მოისმენენ გრემის, როგორც აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ქალაქის, ისტორიას. არქეოლოგიურ მუზეუმში კი ბავშვები დეტალურად გაეცნობიან ნაქალაქარის გათხრებისას აღმოჩენილ უნიკალურ ნივთებს: ბრინჯაოს იარაღს, უძველეს წყალსადენ მილებს, კერამიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთებს, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მაღალგანვითარებული იყო ეს ქალაქი მის განადგურებამდე.

ექსკურსიის დაწყების და დასრულების ადგილი

ირჩევს დამკვეთი

ექსკურსიის დაწყების დრო

ირჩევს დამკვეთი

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება მიკროავტობუსით/ავტობუსით
  • გიდის მომსახურება
  • საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის
  • აქტივობები
  • ყვარელში ი. ჭავჭავაძის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის
  • გრემის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის

ფასში არ შედის

  • კვება
  • მუზეუმების ბილეთები მშობლებისთვის
რას ველოდოთ ამ ექსკურსიისგან

სამი სრულიად განსხვავებული პროფილის მუზეუმის (მემორიალური, ეკონომიკური და არქეოლოგიური) მონახულება, რაც ბავშვებს უვითარებს ფართო თვალსაწიერს.

ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მაგალითზე მოსწავლეები უკეთ გაიგებენ სამშობლოს სიყვარულისა და განათლების მნიშვნელობას.

გრემის ნაქალაქარის მონაპოვარი ბავშვებს დაანახებს, თუ როგორ იკვლევენ მეცნიერები წარსულს მიწისქვეშა აღმოჩენებით.

ჩვენი გიდი ინფორმაციას ბავშვებს ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით, საინტერესო ლეგენდებითა და ისტორიული პარალელებით მიაწვდის, რაც ტურს დინამიკურს გახდის.

სრულად გამართული ლოჯისტიკა, კომფორტული მგზავრობა და აბსოლუტური სიმშვიდე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

  • მრავალმხრივი და კომპლექსური შემეცნება
  • ეროვნული ღირებულებების გააზრება
  • არქეოლოგიური და ისტორიული აღმოჩე
  • პროფესიონალური თხრობა
  • უსაფრთხოება და ორგანიზებულობა
აღწერა

გამგზავრება სკოლიდან

ტური იწყება დილით. მოსწავლეები კომფორტული საექსკურსიო ტრანსპორტითა და პროფესიონალ გიდთან ერთად მიემართებიან კახეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ისტორიული კუთხისკენ — ყვარლის მიმართულებით.

პირველი გაჩერება — ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი

ვსტუმრობთ „ერის მამის“ მშობლიურ მამულს, სადაც ბავშვები გაეცნობიან ილიას ცხოვრებასა და ეპოქას.

მეორე გაჩერება — საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი

გადავინაცვლებთ ყვარლის ცენტრში, სადაც მოსწავლეები ინტერაქტიულად შეისწავლიან ფულადი მიმოქცევის საინტერესო ისტორიას.

ლანჩი / შესვენება

ყვარელში გამოიყოფა დრო მოსწავლეების წასახემსებლად, დასასვენებლად და ლამაზ გარემოში სასეირნოდ.

მესამე გაჩერება — გრემის არქეოლოგიური მუზეუმი და კომპლექსი

ტურს ვაგვირგვინებთ კახეთის ძველი დედაქალაქის — გრემის დიდებული ციხე-სიმაგრით, ტაძრითა და არქეოლოგიური სივრცით.

დაბრუნება

ემოციებით, ახალი აღმოჩენებითა და ცოდნით დატვირთული ჯგუფი საღამოს უსაფრთხოდ ბრუნდება სკოლასთან.

რუკა
ფოტოები
14 ვიზიტორი ათვალიერებს ახლა ამ ექსკურსიას!