0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

ძველი თბილისის მარგალიტები

0
ღირებულება
ლარიდან55₾
ღირებულება
ლარიდან55₾
დაჯავშნა
მოთხოვნა
სახელი, გვარი*
ელ. ფოსტა*
თქვენი წერილი*
* ვეთანხმები მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას
* შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, გთხოვთ, მონიშნოთ ყველა სავალდებულო ველი.

დაიწყე დაჯავშნა

სურვილების სიაში შენახვა

Adding item to wishlist requires an account

45

რატომ უნდა დაჯავშნოთ ჩვენთან?

  • საუკეთესო ფასის გარანტია
  • მომხმარებელთა სერვისები ხელმისაწვდომია 24/7
  • მრავალფეროვანი ტურები და აქტივობები
  • საექსკურსიო დაზღვევა და გამოცდილი გუნდი

გაქვთ კითხვები?

ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!

0322 120 333

schoolexcursionsprogram@gmail.com

6 სთ
ხელმისაწვდომობა: 7 სექტემბერი 2026-8 მაისი 2027
მინ. ასაკი: 15+
ექსკურსიის დეტალები

ჩვენ გთავაზობთ ძვ. თბილისის სამ სხვადასხვა ტურს. პირველი განკუთვნილია III-V კლასებისთვის (ლინკი), მეორე განკუთვნილია VI-VIII კლასებისთვის (ლინკი), ხოლო მესამე, ძველი თბილისის მარგალიტები განკუთვნილია IX-XII კლასებისთვის. ეს არის ექსკურსია, რომელიც მაქსიმალურად გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი დედაქალაქის წარსულის და აწმყოს თაობაზე. ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, განვითარების საფეხურები, ნგრევა და შენება, საკულტო ნაგებობები, მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა და მრავალი სხვა. რადგან საკმაოდ ვრცელი თემაა, შესაბამისად ექსკურსიაც გრძელდება მეტი დრო, ვიდრე დაბალი კლასებისთვის განკუთვნილი ძველი თბილისის ტურები. ექსკურსია იწყება თავისუფლების მოედნიდან, მივუყვებით ბარათშვილის ქუჩას, ორბელიანის მოედანს და შემდეგ შევუხვევთ აჩისხატის უბანში. გაეცნობით ანჩისხატის ეკლესიას, დათვალიერებთ და გზას განაგრძნობთ ერეკლეს მოედნისკენ. სად იყო პირველი სტამბა? მეფის სასახლე? როგორ ფუნქციორირებდა ერეკლეს მოედანი და ა.შ. გზადაგზა გიდი გაგაცნობთ თქვეთვის დაინტერესო საკითხებს. ერეკლეს მოედნიდან გადაინაცვლებთ სიონის საკათედრო ტაძრისკენ. გაეცნობით მის არქიტექტურას, მხატვრობას, მორთულობას, ნგრევის, აღდგენის პერიოდებს და შემდეგ გადაინაცვლებთ თბილისის ისტორიის მუზეუმში. სანამ მუზეუმში შეხვალთ შესაძლებელია გამოვყოთ 10 წთ. წასახემსებლად, თუ გექნებათ ლანჩი. თბილისის ისტორიის მუზეუმი მოგცემთ უფრო სრულყოფილ ცოდნას ძვ. თბილისის შესახებ. ასევე ნახავთ უამრავ და ძალიან მდიდარ ვიზუალურ მასალას ძველი თბილისის შესახებ. ჩვენი გიდის მონათხრობს სრულიად შეავსებს მუზეუმის გიდის მონათხრობი. თბილისის ისტორიის მუზეუმიდან გადაინაცვლებთ იქვე მდებარე ძველი ქართული იარაღის მუზეუმში. მუზეუმი არის საკმაოდ საინტერესო და უნიკალური ექსპონატებით შევსებული, რის ფონზეც თქვენთვის საინტერესო ამბებს აუცილებლად მოისმენთ. მას შემდეგ რაც ორივე მუზეუმს დაათვალიერებთ, ექსკურსიას გააგრძელებთ აბანოთუბნისკენ. გზად გაივლით მეიდანს, ძვ. თბილისის სავაჭრო და სამრეწველო ვიწრო ქუჩებს. აბანოთუბანში გაეცნობით თბილისური გოგირდის აბანოების ისტორიას, მნიშვნელობას, არქიტექტურას და მრავალ სხვა საკითხს. აბანოთუბნიდან ექსკურსია გრძელდება ლეღვთახევში, რის შემდეგაც პატარა გვირაბის გავლით აღმოჩნდებით სანაპიროზე და გადახვალთ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – მეტეხის უბანში. დაათვალეირებთ და გაეცნობით ემტეხის ტაძარს, მის მახასიათებლებს, არქიტექტურას, ისტორიას. მოილოცავთ წმ. შუშანიკის საფლავს, დატკბებით ძველი თბილისის ხედებით და ექსკურსიის შემეცნებითი ნაწილი ამით დასრულდება. მეტეხიდან გამოსვლის შემდეგ დაგხვდებათ ტრანსპორტი და წაგიყვანთ სკოლასთან.

ექსკურსიის დაწყების და დასრულების ადგილი

ირჩევს დამკვეთი

ექსკურსიის დაწყების დრო

ირჩევს დამკვეთი

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება მიკროავტობუსით/ავტობუსით
  • გიდის მომსახურება
  • აქტივობები
  • თბილისის ისტორიის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლისთვის
  • ქართული იარაღის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლისთვის

ფასში არ შედის

  • ლანჩი
  • საექსკურსიო დაზღვევა
  • მუზეუმების ბილეთები მშობლებისთვის
რას ველოდოთ ამ ექსკურსიისგან

მოსწავლეები თვალსაჩინოდ დაინახავენ, თუ როგორ ვითარდებოდა, ინგრეოდა და შენდებოდა თბილისი საუკუნეების განმავლობაში, გაეცნობიან მის ინფრასტრუქტურასა და მრავალეთნიკურ კულტურას.

ანჩისხატის უბნისა და ერეკლეს მოედნის აღმოჩენა, სადაც ბავშვები გაიგებენ პირველი სტამბის, მეფის სასახლისა და ძველი პოლიტიკურ-სავაჭრო ცხოვრების ზუსტ ადგილმდებარეობასა და ისტორიას.

სიონის საკათედრო ტაძრის დეტალური დათვალიერება, მისი უნიკალური მხატვრობის, მორთულობისა და მრავალგზის აღდგენის პერიოდების გაცნობა.

თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლას) მდიდარი ვიზუალური მასალის შესწავლა ჩვენი და მუზეუმის გიდების ერთობლივი მონათხრობით, რასაც მოჰყვება უნიკალური ექსპონატებით სავსე ძველი ქართული იარაღის მუზეუმის სტუმრობა.

გასეირნება მეიდანზე, ძველი თბილისის ვიწრო სავაჭრო-სამრეწველო ქუჩებში, აბანოთუბნის გოგირდის აბანოების ისტორიისა და ფენომენის გაცნობა და ლეგენდარული ლეღვთახევის გავლა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა და მეტეხის უბნის, ტაძრისა და წმ. შუშანიკის საფლავის მონახულება, რაც გვირგვინდება ძველი თბილისის ულამაზესი, პანორამული ხედების ანალიზით.

პროგრამა ითვალისწინებს სპეციალურ 10-წუთიან შესვენებას ლანჩისთვის (წასახემსებლად), ხოლო ტურის დასრულებისთანავე (მეტეხთან) მოსწავლეებს ხვდებათ ტრანსპორტი სკოლაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

  • ქალაქის ევოლუციის გააზრება
  • მოგზაურობა "სამეფო თბილისში"
  • სულიერი და არქიტექტურული მემკვიდრეობა
  • ორმაგი მუზეუმური შემეცნება
  • კონტრასტული ურბანული მარშრუტი
  • მასშტაბური ისტორიული ფინალი
  • გათვლილი დრო და კომფორტი
რუკა
ფოტოები
7 ვიზიტორი ათვალიერებს ახლა ამ ექსკურსიას!