0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა
0322 120 333 schoolexcursionsprogram@gmail.com

შესვლა

რეგისტრაცია

ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის სტატუსის თვალყურის დევნებას, დადასტურების თვალყურის დევნებას და ასევე ტურის შეფასებას ტურის დასრულების შემდეგ.
მომხმარებლის სახელი*
პაროლი*
დაადასტურეთ პაროლი*
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ. ფოსტა*
ტელეფონი*
ქვეყანა*
* ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დაეთანხმოთ ყველა წესსა და პირობას

უკვე დარეგისტრირებული ხარ?

შესვლა

ახალციხის ციხე (რაბათი), მწვანე მონასტერი და ქვაბისხევი

0
ღირებულება
ღირებულება
ექსკურსია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

დაიწყე დაჯავშნა

სურვილების სიაში შენახვა

Adding item to wishlist requires an account

5

რატომ უნდა დაჯავშნოთ ჩვენთან?

  • საუკეთესო ფასის გარანტია
  • მომხმარებელთა სერვისები ხელმისაწვდომია 24/7
  • მრავალფეროვანი ტურები და აქტივობები
  • საექსკურსიო დაზღვევა და გამოცდილი გუნდი

გაქვთ კითხვები?

ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!

0322 120 333

schoolexcursionsprogram@gmail.com

ექსკურსიის დეტალები

ექსკურსია, სადაც გრანდიოზული ციხესიმაგრის ისტორია, საუკუნოვანი სულიერება და ბორჯომის ხეობის ულამაზესი ბუნება ერთმანეთს ერწყმის.

ეს ტური სპეციალურად შევქმენით იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ერთდროულად იმოგზაურონ შუა საუკუნეების არქიტექტურულ სამყაროში, დატკბნენ ტყეში ჩაფლული მონასტრების სიმშვიდით და გაატარონ მხიარული დრო ღია ცის ქვეშ.

მოგზაურობა იწყება სამცხე-ჯავახეთის გულში — ახალციხის ციხის (რაბათის) გრანდიოზული კომპლექსის დათვალიერებით. პროფესიონალი გიდის თანხლებით ბავშვები მოინახულებენ სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას, ციხესიმაგრის გალავნებს, კოშკურებსა და ისტორიულ მუზეუმს. ეს არის ცოცხალი გაკვეთილი საქართველოს ისტორიაში, სადაც მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ კულტურათა გზაჯვარედინს.

ისტორიული ციხესიმაგრის შემდეგ გადავალთ ბორჯომის ხეობაში, სადაც მოვინახულებთ ტყეში ჩაფლულ IX საუკუნის მწვანე მონასტერსა და ქვაბისხევის წმინდა გიორგის ტაძარს. მოსწავლეები გაიცნობენ ქართული მონასტრული ცხოვრების ისტორიასა და იმ ლეგენდებს, რომლებიც ამ ადგილებს უკავშირდება, ბოლოს კი ულამაზეს ბუნებაში მოეწყობა პიკნიკი და დასვენება.

ექსკურსიის დაწყების და დასრულების ადგილი

ირჩევს დამკვეთი

ექსკურსიის დაწყების დრო

ირჩევს დამკვეთი

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება მიკროავტობუსით/ავტობუსით
  • გიდის მომსახურება
  • საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის
  • აქტივობები
  • ახალციხის ციხე-მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის

ფასში არ შედის

  • კვება
  • მუზეუმების ბილეთები მშობლებისთვის
რას ველოდოთ ამ ექსკურსიისგან

ეს მარშრუტი მოსწავლეებს სთავაზობს სრულფასოვან შემეცნებითსა და სათავგადასავლო გამოცდილებას, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ისტორიული ძეგლები და ბორჯომის ხეობის ულამაზესი ლანდშაფტი. ბავშვები არა მხოლოდ გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიაზე, არამედ ექნებათ საკმარისი დრო ბუნებაში განტვირთვისა და მეგობრული ურთიერთობების გამყარებისთვის.

  • ახალციხის ციხის (რაბათის) დათვალიერება: გრანდიოზული ციხესიმაგრის, კოშკურებისა და მუზეუმის დათვალიერება პროფესიონალ გიდთან ერთად.
  • მწვანე მონასტრის აღმოჩენა: IX საუკუნის უნიკალური ძეგლისა და ბორჯომის ხეობის ულამაზესი ბუნების გაცნობა.
  • ქვაბისხევის კომპლექსის მონახულება: ტყეში ჩაფლული ისტორიული ტაძარი და შუა საუკუნეების სულიერი მემკვიდრეობა.
  • შემეცნებითი და ისტორიული კომპონენტი: საინტერესო თხრობა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
  • პიკნიკი ბუნებაში: სპეციალურად შერჩეული უსაფრთხო და მწვანე ლოკაცია სადილისა და თავისუფალი დროისთვის.
  • ორგანიზებული მომსახურება: კომფორტული ტრანსპორტირება და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა.
აღწერა

გამგზავრება სკოლიდან

ტური იწყება დილით ადრე. მოზარდები კომფორტული ტრანსპორტითა და პროფესიონალ გიდთან ერთად მიემართებიან ბორჯომის ხეობის მიმართულებით.

პირველი გაჩერება — ახალციხის ციხე (რაბათი)

გავემართებით ახალციხეში და დავათვალიერებთ რაბათის ისტორიულ კომპლექსს. მოსწავლეები მოინახულებენ ციხესიმაგრის შიდა ეზოებს, კოშკებს, ციტადელსა და ისტორიულ მუზეუმს.

მეორე გაჩერება — მწვანე მონასტერი

ახალციხიდან გავემართებით ბორჯომის ხეობაში და მოვინახულებთ ტყეში ჩაფლულ IX საუკუნის მწვანე მონასტერს (ჩითახევის წმინდა გიორგის ტაძარი). გიდი ბავშვებს უამბობს მონასტრის ისტორიასა და ადგილობრივ გადმოცემებს.

მესამე გაჩერება — ქვაბისხევის სიონი (მარიამწმინდა)

ბოლოს გადავინაცვლებთ ქვაბისხევში, სადაც დავათვალიერებთ კლდის ძირში აგებულ VIII-IX საუკუნეების ტაძარს და ვისაუბრებთ ამ კუთხის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ფინალი — პიკნიკი ბუნებაში

დატვირთული ექსკურსიის შემდეგ ქვაბისხევშუ ულამაზეს მწვანე სივრცეში მოეწყობა პიკნიკი, გუნდური თამაშები და თავისუფალი დრო.

დაბრუნება

შთამბეჭდავი ემოციებითა და მდიდარი ისტორიული ცოდნით დატვირთული ჯგუფი საღამოს უსაფრთხოდ ბრუნდება სკოლასთან.

რუკა
ფოტოები