ყოველთვის მზად ვართ ამომწურავად გიპასუხოთ!
0322 120 333
schoolexcursionsprogram@gmail.com
ძველი თბილისის თემა ამოუწურავია და მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი ჩვენს ქალაქში, რომელიც გვაოცებს თავისი უნიკალურობით, ისტორიით, სიძველეებით, საინტერესო ადგილებით, სილამაზით, არქიტექტურით და სხვა მსგავსი საკითხებით. თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ ვიცნობდეთ ჩვენს დედაქალაქს და მითუფრო მის უძველეს ნაწილს – ძველ თბილისს. ამიტომ გთავაზობთ რომ გაიაროთ პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში ჩვენთან ერთად. გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ საინტერესო ადგილებს. გაიგებთ იმ ძირითად საკითხებს, რაც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს ძველი თბილისის შესახებ. ექსკურსია არის საფეხმავლო და იწყება აბანოთუბნიდან. გაეცნობით თბილისური აბანოების ისტორიას, წესებს, არქიტექტურას… შემდეგ გიდთან ერთად გაემართებით ლეღვთახების მიმართულებით, საიდანაც ხვეული კიბითა და ძველთბილისური ვიწრო ქუჩებით მოხვდებით ნარიყალაზე. დაათვალიერებთ ნარიყალის კომპლექსს, თბილისის დედა ციხეს და ეკლესიას. შემდეგ კი თბილისური ქვაფენილით დაბრუნდებით აბანოთუბანში, სადაც დაგხვდებათ ტრანსპორტი და მიგიყვანთ სკოლასთან.
იმისთვის, რომ ექსკურსია არ იყოს მოსაწყენი და არ იყოს მხოლოდ შემეცნებაზე ორიენტირებული, გამოყენებული გვაქვს 9-12 წლის მოსწავლეებზე მორგებული სხვადასხვა გასართობი ინტელექტუალური აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის უნარს, დაკვირვების, აზროვნების, დროის მენეჯმენტის და ინდივიდუალური მუშაობის უნარებს.
ირჩევს დამკვეთი
ირჩევს დამკვეთი
მოსწავლეები ახლოს გაეცნობიან თბილისური აბანოების ფენომენს, მათ არქიტექტურას, წესებსა და ლეგენდარულ ისტორიას.
ფეხით გასეირნება ულამაზეს ლეღვთახევში, აყოლა ხვეულ კიბეებსა და ძველთბილისურ ვიწრო ქუჩებზე, რაც ბავშვებისთვის ნამდვილი საძიებო თამაშის განცდას ქმნის.
ნარიყალას კომპლექსისა და იქ არსებული ეკლესიის დათვალიერება, საიდანაც ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
ტურში ჩაშენებული სპეციალური აქტივობები, რომლებიც 9-12 წლის ბავშვებს უვითარებს გუნდური მუშაობის, დაკვირვების, ლოგიკური აზროვნებისა და დროის მენეჯმენტის უნარებს.
საფეხმავლო ტურის დასრულებისთანავე, ტრანსპორტი ბავშვებს პირდაპირ აბანოთუბანში დახვდება და უსაფრთხოდ დააბრუნებს სკოლის ტერიტორიაზე.
